30 წლის კასპელი სამბისტი, ბექა ბერძენიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა პირველი ადგილი დამაჯერებლად დაიკავა და ჩემპიონობაც დამსახურებულად იზეიმა.
„ბექა ბერძენიშვილი (+98კგ) ევროპის ჩემპიონია!! დღეს, 28 მაისს, კვიპროსში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან მან პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა!!!
ვულოცავთ მას და სრულიად საქართველოს ამ დიდ წარმატებას!“, – წერია სამბოს ეროვნული ფედერაციის განხადებაში.





