კალიფორნიაში ინდიან ველსის მასტერზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა 11 ოქტომბერს გამთენიისას ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ნიკოლოზმა ამერიკელი კრისტოფერ იუბენქსი ორ სეტში დაამარცხა – 6:3. 6:4.
ნიკოლოზმა მეტოქეს ბრეიკის მხოლოდ ერთი შანსი მისცა და ისიც წარმატებით დაიცვა. თავად კი ბრეიკის რვა შანსი ჰქონდა, საიდანაც მხოლოდ ერთი გამოიყენა.
ქართველ ჩოგბურთელს ერთი ორმაგი შეცდომა დაუგროვდა. ამერიკელი ბასილაშვილთან, ფაქტობრივად, მთელი მატჩის განმავლობაში უშანსოდ იყო.
შემდეგ წრეში ნიკა 48-ე ჩოგანს ესპანელ ალბერტ რამოს ვინოლასს შეხვდება.








