რონალ გაროსზე წარმატებული სტარტის შემდეგ, ბასილაშვილმა ძალები დღეს წყვილთა თანრიგში მოსინჯა. მისი პარტნიორი მსოფლიო რეიტინგის 99-ე ნომერი, 36 წლის გერმანელი ანდრე ბეგემანი იყო.
ქართულ/გერმანული წყვილი ინდოელ როჰან ბოპანას (ATP: 40) და ხორვატ ფრანკო შკუგორს (ATP: 37) შეხვდნენ. შეხვედრა სულ საათისა და 2 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რომელიც ბასილაშვილისა და ბეგემანის მარცხით დასრულდა – 6:4; 6:2.
ამრიგად, ნიკა წყვილთა თანრიგში გათამაშებას გამოეთიშა და ასპარეზობას ერთეულებში გააგრძელებს. როგორც ვიცით, გუშინ ქართველმა ჩოგბურთელმა საწყისი შეხვედრა მოიგო და მეორე რაუნდში 18 წლის ესპანელ ჩოგბურთელს, კარლოს ალკარაზს შეხვდება, რომელიც ATP-ის რეიგინგში 97-ე ადგილს იკავებს. მატჩი ხვალ გაიმართება.








