კატალონიის „ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა გიორგაძე იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ BarçaTimes ავრცელებს.
მანანა გიორგაძე ლაპორტასთან აქამდეც მუშაობდა. წარსულში, როდესაც ცნობილი ბიზნესმენი „ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, გიორგაძე მაშინ მის მდივნად მუშაობდა.
Enric Masip will be Laporta's adviser and Manana Giorgadze will be the head of the presidential cabinet
The next board meeting will take place on April 6th pic.twitter.com/s0od8irvZO
— BarçaTimes (@BarcaTimes) March 19, 2021
ცნობისთვის, მანანა გიორგაძე ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, გიორგი მიქაძის მეუღლე გახლავთ, რომელიც ჟოან ლაპორტასთან დაახლოებული პირია. მიქაძე მრავალი წელია „ბარსელონაში“ მოღვაწეობს.






