კატალონიის “ბარსელონამ” ახალი მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი წარადგინა. 41 წლის ესპანელი სპეციალისტი კატალონიელი გულშემატკივრის წინაშე კამპ ნოუზე წარსდგა.
ბარსელონას ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და კლუბის პრეიზდენტმა ჟოან ლაპორტამ ხელი კონტრაქტს მოაწერეს, მხარეებს შორის ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
ბლაუგრანამ ჩავი “ალ სადიდან” 5 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ახალგაზრდა ესპანელმა მწვრთნელმა რონალდ კუმანი ჩაანაცვლა, რომელმაც კატალონიურ გუნდში კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა.
ჩავი ერნანდესმა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტის ჩაბარების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
“ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ვართ. თავადაუზოგავად ვიმუშავებთ და ბევრი ბევრი ტიტული მოვიგოთ. წაგება ან ფრე ჩვენთვის მიუღებელია. ყველა თამაში უნდა მოვიგოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტია. გაუმარჯოს ბარსას! გაუმარჯოს კატალონიას!” – განაცხადა ჩავიმ
And there it is! pic.twitter.com/yFdrGsEuNi
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 8, 2021





