კატალონიის “ბარსელონა B”-მ 18 წლის ავსტრიელი ვუნდერკიდი იუსუფ დემირი იჯარით შეიძინა.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბლაუგრანას” 1 წლიანი იჯარა 500 000 ევრო დაუჯდება. სეზონის ბოლოს კი ფეხბურთელის 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.
ცნობისთვის, დემირმა გასულ სეზონში ვენის “რაპიდის” შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.





