საქართველოს ნაკრების და უკრაინელი “ჩერნომორეცის” 21 წლის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე ბაბუას შესახებ ისაუბრა:
“უცნობი ამბავი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრის შესახებ:
ბაბუაჩემი ბორია. პოსტს მის ხსოვნას ვუძღვნი. პასპორტის მიხედვით, 20 ნოემბერს მისი დაბადების დღე აღინიშნება, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში გვთხოვდა, ყველას დაბადების დღე 18 ნოემბერს მიგველოცა.
ჩვეულებრივ, მამაკაცები ცოტას ლაპარაკობენ და ბევრს აკეთებენ. ეს არის ზუსტად ის, რასაც ბაბუა აკეთებდა.
ის ყოველთვის ცდილობდა ჩემთვის დროის გამონახვას. მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრს მუშაობდა ოჯახის რჩენისთვის. მისი წყალობით მივიღე ბუცები და ახალი ტელეფონი. მას სურდა, რომ თავი ისე მეგრძნო, როგორც სხვა ბიეჭებს. მათ ჰქონდათ საშუალება ეყიდათ ყველაფერი, მაგრამ მე არა.
ბაბუაჩემი ყველაფერს აკეთებდა, რომ მე ფინანსურად არ გამჭირვებოდა და თავი მთლიანად სპორტისთვის დამეთმო, ფინანსურად მეხმარებოდა, როცა კიევში ჩავედი.
შეიძლება ითქვას, რომ ის ჩემთან ცხოვრობდა.
ბაბუა ჩემი ყველაზე ერთგული გულშემატკივარი იყო.
დაიმახსოვრე შენი საყვარელი ადამიანები. ისინი ცოცხლები არიან, სანამ ჩვენ გვახსოვს.” – განაცხადა გიორგი წიტაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგის ბაბუამ, 21 წლის ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში თამაშზე საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინა.





