ქართველმა მოჭადრაკემ ბაადურ ჯობავამ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე უძლიერეს მაგნუს კარლსენთან ითამაშა და პარტია ყაიმით დაასრულა.
6 ტურის შემდეგ ქართველ და ნორვეგიელ მოჭადრაკეებს 5-5 ქულა აქვთ და ჯგუფს ლიდერობენ.
ცნობისთვის, ტურნირი 13 ტურისგან შედგება. ხვალ კი დასკვნითი მე-4 ეტაპი გაიმართება.
ჭადრაკის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯამური საპრიზო ფონდი მილიონი დოლარია.




