ავთანდილ ხურციძემ საპატიმრო დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ქართველი სპორტსმენის ოფიციალურ გვერდზე გუშინ გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე ამერიკელმა სამართალდამცველებმა 15 ქართველთან ერთად დააკავეს, რომელსაც ბრალად ედებოდათ ყაჩაღობა, რეკეტი, გამოძალვა და სხვა კრიმინალური საქმიანობა. დაკავებულთა შორის იყო შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი ლევან მაყაშვილიც, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე გაათავისუფლეს, ავთანდილ ხურციძეს კი სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ქართველი მოკრივე საპატიმროს 4-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ დატოვა.





