ამას წინათ გამცნეთ, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, საქართველოს მეტად საინტერესო წინადადებით მიმართა. ჰა თქვენ შანსი და გამოიყენეთ, გაძლევთ უფლებას თბილისში გრანდ სლემის ტურნირი ჩაატაროთო.
საქართველოს დედაქალაქში ძიუდოში გრან პრის გათამაშება ყოველწლიურად იმართებოდა, ახლა კი მოგვეცა შესაძლებლობა, გაცილებით მაღალ საფეხურზე ავიდეთ.
ამ შანსის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ შეიძლებოდა და კარგია, რომ საქართველოს ძუდოს ფედერაციამ ეს შემოთავაზება ყურიდან ყურში არ გაატარა. მათ ქვეყნის მთავრობას თხოვნით მიმართეს, რათა დაფინანსება გაზრდილიყო, რადგან გრანდ სლემის ორგანიზება თითქმის მილიონი ლარით მეტი ჯდება, ვიდრე აქამდე იყო საჭირო.
მთავრობამაც ფედერაციას მწვანე შუქი აუნთო. ეს ინფორმაცია, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა დაადასტურა და დასძინა, რომ საერთაშორისო ფედერაციას ოფიციალური თანხმობის წერილი უკვე გაეგზავნა.
თბილისის გრანდ სლემის ჩატარება თბილისშ 26-28 მარტს არის დაგეგმილი, რომლის უმაღლეს დონეზე ჩატარებაც 3 მილიონ ლარამდე დაჯდება. ტურნირში მონაწილე ქვეყნების და სპორტსმენების რაოდენობა მოგვიანებით გაირკვევა.





