შარშან ზაფხულიდან მოყოლებული ლიონელ მესის „ბარსელონაში“ დარჩენა-წასვლის თემა არ ცვდება. არგენტინელ ფორბარდს რომ კატალონიაში გული აღარ უჩერდება არახალი ამბავია და ყველას ეგონა რომ ის ესპანურ გრანდს დაემშვიდობებოდა, თუმცა მესი დარჩა და ბევრსაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.
მოკლედ, მას შემდეგ არაერთი უცხოური გამოცემა მარჩიელობს თუ სად გააგრძელებს ლეო კარიერას. ყველაზე ხშირად მას „პსჟ“-ს უკავშირებენ. პოპულარული ფრანგული France football კი უფრო შორსაც წავიდა და ჟურნალის გარეკანზე მესი ფრანგული გრანდის ანუ „პსჟ“ მაისურით დაბეჭდა.
რა თქმა უნდა, ამ ამბავს „ბარსელონა“ კომენტარის გარეშე ვერ დატოვებდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გაოცება ვერ დაფარა.
„მიკვირს ასე რატომ მოიქცნენ. ჩემთვის ეს ყოვლად გაუგებარი და აუხსნელია. თუ მათ სურთ ლეოს ირგვლივ ან მის მომავალზე დალაპარაკება არავინ უკრძალავს. მოვიდნენ და გვითხრან.
ისე, მსმენია, რომ „ლიონის“ მწვრთნელს პრესასთან ურთიერთობა და ზოგადად მედია უყვარს. ჩემზე იგივეს ვერავინ იტყვის. მათ საქმიანობას პატივს ვცემ, მაგრამ ხშირად ზედმეტი მოსდით. ასე იყო ამ შემთხვევაშიც.
ახლა, ლა-ლიგის მატჩებზე ვფიქრობთ, წინ „სევილიასთან“ და „ალავესთან“ რთული დაპირისპირებები გველის, შემდეგ კი გაცილებით საპასუხისმგებლო თამაშის დროც მოატანს. სულ მალე ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ „პსჟ“-ს ვხვდებით და იქ გამოჩნდება ბევრი რამ“ – ამბობს რონალდ კუმანი.





