ესპანეთის ნაკრების 18 წლის ფეხბურთელმა ანსუ ფატიმ კატალონიის “ბარსელონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. ესპანურმა კლუბმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ახალი კონტრაქტის თანახმად ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.
ფატი “ბლაუგრანას” რიგებში 2019/2020 წლების სეზონში გამოჩნდა, როდესაც 16 წლის 9 თვის და 25 დღის ასაკში “ბეტისის” წინააღმდეგ ერნესტო ვალვერდეს გაწვრთნილ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
ანსუმანე მთავარ გუნდში გასულ წელს დააწინაურეს, წლევანდელ სეზონში კი “ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელის ლეო მესის წასვლის შემდეგ გუნდის ახალი ათიანი გახდა.
19 წლის ფეხბურთელმა კატალონიურ გრანდში 48 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, ასევე ახალგაზრდა შემტევი კლუბთან ერთად ესპანეთის თასის გამარჯვებული გახდა.
კატალონიური გუნდის ქომაგები ახალგაზრდა ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებენ და იმედების გამართლებისთვის ფატის დიდი დრო ექნება.
✨ @ANSUFATI will have a release clause of €1 billion#DreamTeen
— FC Barcelona (@FCBarcelona) October 20, 2021








