შარშან, პანდემიის გამო ჩაშლილი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი რომ წელს ზაფხულში გაიმართება ყველასთვის ცნობილია. რომ არა ქართული ფეხბურთის შავი ნოემბერი, კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებიც ითამაშებდა, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა.
უკრაინის ნაკრებს რომ ანდრეი შევჩენკო წრთვნის ალბათ შეხსენება საჭირო არ არის. ისიც, რომ საქართველოს ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში ჯგუფში ერთ-ერთ მეტოქედ სწორედ უკრაინა ეყოლებოდა, მასთან ერთად კი ჰოლანდია და ავსტრია.
ქართველი ქომაგების ოცნება გაურკვეველი ვადით გადაიდო, მანამდე კი აგერ ანდრეი შევჩენკო ევროპის ჩემპიონატზე თავისი გუნდის პერსპექტივაზე საუბრობს.
„პროგრამა მინიმუმი რა თქმა უნდა ჯგუფიდან გასვლაა. ჩენ კარგი ახალგაზრდული გუნდი გვყავს. თუ ტურნირს სრულად მომზადებული შევხვდებით და ფეხბურთელებიც ტონუსში იქნებიან, ვფიქრობ ეს გადაუჭრელი ამოცანა არ იქნება.
ყველას ძალიან მოგვენატრა ტრიბუნებზე მაყურებლები. ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივრების მხარდაჭერა აუცილებლად დაგვჭირდება. იმედია, მსოფლიოში შექმნილი ეს სიტუაცია ზაფხულამდე დარეგულირდება და ევროპის ჩემპიონატიც სავსე ტრიბუნების თანხლებით ჩაივლის“ – აღნიშნავს ანდრეი შევჩენკო.





