ბუნებრივია, ყველა სფეროს ჰყავს თავისი ვარსკვლავები. ამ მხრივ, თავისთავად გამონაკლისი არც კინოინდუსტრიაა. აქ ჰოლივუდის გამორჩეულ მსახიობებს არ ვგულისხმობთ, რეჟისორის გარეშე ხომ არც კინო იქნებოდა და არც მსახიობის პროფესია.
გაი რიჩს კი კინომანებისთვის წარდგენა ნამდვილად არ უნდა ესაჭიროებოდეს. გამოჩენილი ინგლისელი ნამდვილად საკულტო რეჟისორად ითვლება და არცთუ უსაფუძვლოდ. მისმა ფილმებმა – „დიდმა ფსონმა“, „რევოლვერმა“ და „შერლოკ ჰოლმსმა“ საყოველთაო აღიარება ჰპოვა.
15 იანვარს კი მსოფლიო კინოთეატრებში გაი რიჩის ახალი ფილმის – „ადამიანი რისხვა“ პრემიერა გაიმართა. ჯერ რთულია იმის მტკიცება თუ რა წარმატებას მიაღწევს ეს ფილმი, თუმცა წინასწარმეტყველება კი შეიძლება. გაი რიჩის ფილმები უხარისხო და უინტერესო არასდროს არის.
უოცნებიათო შეიძლება გადაჭარბებული ნათქვამი იყოს, მაგრამ სპორტის არაერთი ვარსკვლავის სურვილი ყოფილა რომელიმე ცნობილი რეჟისორის ფილმში მონაწილეობა მიეღოთ. ხანდახან ასეც მომხდარა და მაგალითების ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ კი ამ ატეპზე ეს შანსი ხელიდან გაუშვა. უფრო სწორად, უარი თქვად თქვა გაი რიჩის შეთავაზებაზე, ეთამაშა ინგლისელი რეჟისორის ახალ ფილმში – „ადამიანი რისხვა. როგორც პოპულარული გამოცემა „ევროსპორტი“ იუწყება, ქართველ სპორტსმენს შეეძლოა საკუთარი თავისთვის იდეალური პიარი გაეკეთებინა, მაგრამ მან ამისგან თავი შეიკავა. ჯოჯუამ მიზეზად დროის უქონლობა დაასახელა. ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ის ვარჯიშს მოწყდებოდა, რაც მის გეგმებში არ შედიოდა.
„მართალია, რომ გაი რიჩმა როლი შემოგთავაზათ და თქვენ უარით გაისტუმრეთ“ – ეკითხება ლიანა ჯოჯუას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გამომწერი.
„დიახ და ვერ შევძელი ვარჯიშების გამო. ბევრი სხვა საქმე მქონდა. რას ვიზამთ, ხანდახან ადამიანებს არჩევანის გაკეთება გვიხდება“ – პასუხობს ქართველი მებრძოლი.
25 წლის ლიანა ჯოჯუამ დღემდე ოქტაგონზე 12 ბრძოლა გამართა და 8 მოიგო.




