საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბორჯღალოსნებს რუსეთის ნაკრების დამარცხებას ულოცავს.
პრემიერმა მისალოცი წერილი საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა:
„გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგ ტურში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ყველაზე პრინციპული მეტოქე – რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა! ჩვენს “ბორჯღალოსნებს” მომავალ მატჩებში წარმატებას ვუსურვებ!“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს კალინინგრადში 6:23 მოუგეს და ზედიზედ მეოცედ, ისტორიაში კი 23-ედ გამარჯვება მოიპოვეს.
ქართველი მორაგბეები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით შეხვედრას 28 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.





