არ გამოვიდა. ის სრული 100 პროცენტით წავიდა. რა არ სცადა UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა, მაგრამ ხაბიბ ნურმაგომედოვი დაბრუნებაზე ვერ დაითანხმა. ამიტომაც, ბედს შეეგუა და ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა.
„ისიამოვნე იმით რაც შემდგომში იქნება. დიდი მადლობა ყველაფრისთვის მეგობარო. 29 მოგება და არცერთი მარცხი. ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერა დაასრულა“ – დაწერა დანა უაითმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
ამრიგად, ხაბიბის წასვლის შემდეგ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახდა და მისი ახალი მფლობელის ვინაობა 15 მაისს გაირკვევა. დანა უაითის თქმით, ამ ტიტულისთვის ჩარლზ ოლივეირა და მაიკლ ჩენდლერი იბრძოლებენ.





