3 თვეზე მეტია შოთა არველაძე უმუშევარია. ტაშკენტის „ფახთაქორიდან“ წამოსვლის შემდეგ ქართველი მწვრთნელი უსაქმოდაა და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.
არაერთხელ ითქვა, რომ შოთა არველაძეს ჰოლანდიური, თურქული და აზიური გუნდებიდან აქვს შეთავაზებები, თუმცა ჩვენებური სპეციალისტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
ყველაზე ხშირად შოთას თურქულ გუნდებს უკავშირებენ და მგონი მართლაც ასე იქნება. ყოველშემთხვევაში რამდენიმე თურქული გამოცემა და მათ შორის milliyet-ი იუწყება, რომ შოთა არველაძე „ქარაგიუმრუქს“ ჩაიბარსებს, სადაც ვატო არველაძე თამაშობს. ასე რომ არ არის გამორიცხული ბიძამ ძმისშვილის უფროსი მწვრთნელი გახდეს.
„ქარაგიუმრუქი“ თურქეთის სუპერლიგაში მერვე ადგილზეა.
მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.





