იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის მეორე სუპერტურნირი ჰარუ ბაშო მიმდინარეობს.
ტურნირის მესამე დღეს, ქართველი მეშვიდე მაეგაშირა ტოჩინოშინი, ახალგაზრდა 23 წლის მერვე მაეგაშირა კოტონოვაკას დაუპირისპირდა, რომელთანაც ბალანსი 1:1-ზე ჰქონდა.
ლევანმა თავიდანვა კარგად შეუტია და მეტოკეს შანსი არ დაუტოვა, საბოლოოდ ის დოჰიოდან ოშიდაშის ილეთით გაიყვანა.





