ბუნებრივია, ყველა ქართველ სპორტის გულშემატკივარს ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება გვახარებს. 29 წლის ჩოგბურთელი ორიოდე დღის წინ დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა, თანაც ტრიუმფაბდე მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერიც დაამარცხა.
როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი – ამ ჩამონათვალს ამიერიდან ნიკოლოზ ბასილაშვილიც შეემატება, როგორც დოჰას ძალიან პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის ჩემპიონი.
ბასილაშვილის მსგავსად საზოგადოებას არც მისი რჩეული დაუტოვებია უყურადღებოდ. გავრცელდა კადრებიც, თუ როგორ გულშემატკივრობს ჩოგბურთელს მისი რჩეული.
შარლოტა ელენა ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებულია. როგორც მისი Instagram-გვერდიდან ირკვევა, გოგონა თავადაც ჩოგბურთელია.
გერმანელი ლამაზმანი ბასილაშვილის ოჯახის წევრებს იცნობს და ნიკასთან ერთად თბილისშიც ხშირად ჩამოდის.











