ევროლიგის 28-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა საკუთარ კედლებში მოსკოვში მოულოდნელად 76:84 მილანოსთან დამარცხდა.
„არმიელთა“ შემადგენლობაში საუკეთესო საქართველოს ნაკრებიც ფორვარდი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც პარკეტზე 33:55 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი დააგროვა.
თოკოს ანგარიშზე 20 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 10 მოხსნა, 2 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი იყო – 33.
ცსკა 18 მოგებით მესამე ადგილზეა და 18 მარტს მადრიდში რეალს დაუპირისპირდება.





