ორი გლაზგოური გუნდის ქიშპი ამჯერად „რეინჯერსის“ გამარჯვებით დასრულდა. „ლივერპულის“ ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა, მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიპოვა.
შეგახსენებთ, ჯერარდი „რეინჯერსის“ თავკაცად 2018 წელს დაინიშნა და ზედიზედ ორი სეზონის შემდეგ, როგორც იქნა შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

მოსისხლე მტერი კი თავად „სელტიკმა“ გააჩემპიონა, როდესაც სტუმრად „დანდ იუნაიტედის“ დამარცხება ვერ შეძლო და ამით „რეინჯერსი“ მიუწვდომელი გახადა.
სტივენ ჯერარდის გუნდი 32 მატჩში 88 ქულით ქვეყნის ჩემპიონი 6 ტურით ადრე გახდა. ისე კი „რეინჯერსმა“ შოტლანდიის ჩემპიონობა 55-ედ მოიგო.





