საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თელ-ავივის გრანპრიზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
90 კგ წონით კატეგორიის ფინალში ლაშა ბექაური ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში ვაზარით დაამარცხა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ მამადლი მეჰდიევს იპონით მოუგო.
დაჯილდოვების ცერემონიაზე საქართველოს ჰიმნი საერთო ჯამში სამი ქართველისთვის აჟღერდა.





