ATP ტურში ჩოგბურთელები ერთმანეთისადმი დიდი სიამტკილობით არასდროს გამოირჩეოდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე არ ითქმი. არაერთი სამაგალითო მეგობრობის შესახებაც გვსმენია და ვიცით, მაგრამ საერთო ჯამში პროფესიონალი ჩოგბურთელები დისტანცირებულად ყოფნას ამჯობინებენ და დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ.
ჩოგბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ ნიკ კირიოსი თავისი უკმეხი გამონათქვამებით თუ ექსტრავაგანტული ქმედებებით ყველასგან გამოირჩევა. ავსტრალიელი მეჩოგნე ხშირად კოლეგებსაც არ ინდობს და მათი მისამართით მწარე გამონათქვამებსაც არ ერიდება. ასე იყო ნოვაკ ჯოკოვიჩის შემთხვევაშიც, როდესაც კირიოსმა სერბი კარანტის გაკრიტიკების გამო არ დაინდო და მას ქმედებები დაუწუნა.
ვალში არც ნოლე დარჩა და კირიოსს მკვახედ უპასუხა.
„ის უდავოდ ნიჭიერი და ტურისთვის საჭირო ჩოგბურთელია. ვფიქრობ კირიოსი ზოგადად სპორტისთვის გამოსადეგი პიროვნებაა, რადგან მეტად პირდაპირია, მაგრამ ხშირად ზღვარსაც გადადის.
იმასაც ვხედავ და ვაფასებ თუ ჩოგბურთის თამაში რა კარგად ეხერხება და არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ნებისმიერის დამარცხება ხელეწიფება, მაგრამ კორტის იქით მე მას პატივს არ ვცემ. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ ჩემი მისამართით კირიოსის სიტყვების და გამონათქვამების შესახებ“ – აღნიშნავს მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი.





