ყაზანის რუბინის და სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჰვან იმ ბომმა რუსულ Матч ТВ-სთან ინტერვიუში ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დადებით კონტექსტში ახსენა.
რუსეთის პრემიერლიგაში, ისევე როგორც MLS-ში ძალიან ბევრი ტექნიკური ფეხბურთელია. თუმცა ეს სპორტი მხოლოდ ტექნიკა არ არის, საჭიროა ფიზიკური მომზადება და ინტელექტიც.
მე რუსი ფეხბურთელების უმრავლესობიდან განსხვავებით, ცოტა განსხვავებული სტილი მაქვს. თუმცა აქ არიან მაგარი ბიჭები, მაგალითად ვლაშიჩი და ცსკას კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, ასევე სანქტ-პეტერბურგის ზენიტის მოთამაშეები ბურთთან ბრწყინვალედ მუშაობენ, მომწონს კრასნოდარი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს.
ცხადია, თანაგუნდელებსაც დავასახელებ. მაგალითად, დარკო იევტიჩი, შატოვი და რა თქმა უნდა „კვარა“. დარწმუნებული ვარ, ქართველი მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.
მანამდეც მითქვამს, რომ ხვიჩას ბრწყინვალე პერსპექტივები აქვს. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, ასე რომ, მასზე არ ვნერვიულობ. მწვრთნელი ეტყვის, როდის დაშორდეს ბურთს და დაიჭიროს.
დარწმუნებული ვარ „კვარა“ სუპერვარსკვლავი გახდება, – განაცხადა ჰვან იმ ბომმა.





