ბრიტანულ გამოცემა Sky Sports-თან ლივერპულის დამრიგებელმა, იურგენ კლოპმა ლონდონურ ტოტენჰემთან შეხვედრა შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა 3:1 მოიგო:
შედეგითა და შეხვედრის მიმდინარეობით ძალიან კმაყოფილი ვარ. საჭირო დროს, საჭირო გოლები გავიტანეთ.
პირველ რიგში გამოსარჩევია არა ლივერპულის ფორმა ან ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები, არამედ ხასიათის სიმტკიცე.
რაც შეეხება ტოტენჰემის შეტევებს, ჩვენ შევძელით მათგან თავის დაცვა, რის შედეგადაც მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით.
კონტრპრესინგი და ინტენსივობა არის ზუსტად ის, რის ხარჯზეც მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ, – განაცხადა იურგენმა.





