ავტორიტეტულ ბრიტანულ გამოცემა Sky Sports-თან, ჟოზე მოურინიომ ლივერპულის წინააღმდეგ პრემიერ ლიგის მეოცე ტურის მატჩი შეხვედრა შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა 1:3 წააგო:
ჩემი ანალიზი ასეთია – კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით და მანესაც მომენტი ვაჩუქეთ.
ხანდახან ორგანიზებულადაც ვთამაშობდით, თუმცა მხოლოდ იმ დრომდე, სანამ მორიგ შეცდომას არ დავუშვებდით.
მეორე ნახევარში კი ჩვენთვის კარგი საერთოდ არაფერი მომხდარა – დავკარგეთ კეინი, დავუშვით შეცდომები და გოლებიც გავუშვით.
ტოტენჰემი პირველ რიგში თავის შეცდომებს ებრძოდა და უკვე შემდეგ, მოწინააღმდეგეს, – განაცხადა ჟოზემ.





