ინგლისის პრემიერლიგაში პაუზაა და გუნდები ერთმანეთს სათასო მატჩებში უპირისპირდებიან. ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა უსათუოდ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლივერპულს“ შორის იყო, რომელიც ოლე გუნარ სულშერის შეგირდებმა 3:2 მოიგეს.
შედეგით თავისთავად კმაყოფილი ვერ იქნებოდა იურგენ კლოპი. მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი აქცენტს იმ შეცდომებზე აკეთებს, რამაც წაგება გამოიწვია.
„წავაგეთ, მაგრამ პოზიტიური ნიშნებიც დავინახეთ. მაგალითად, თამაშის ხარისხი, რომელიც აშკარად გაუმჯობესებული გვაქვს. მარცხი არავის სიამოვნებს, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ. „ტოტენჰემთან“ ძნელი მატჩი გველის და ეს სათასო დაპირისპირება მოსამზადებლად იდეალური გამოდგა.
რაც შეეხება კონკრეტულად მარცხის მიზეზებს, ვფიქრობ ის უაზრო შეცდომებმა გამოიწვია. ორი გოლი გავიტანეთ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შევძელით. თითქოს ბიჭებმა კონცენტრაცია დაკარგეს. გამოჩნდა, რომ ასეთი დონის მეტოქესთან მაქსიმუმის გაღების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ“ – ამბობს იურგენ კლოპი.





