მელბურნულ კარჩაკეტილობას ჩოგბურთელებში სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვს. ზოგი წუწუნებს, ვიღაც ცდილობს დეპრესიას არ მიეცეს, არიან ისეთებიც სასტუმროს ნომერში ბურთის კედელზე რტყმით რომ ვარჯიშობენ, ხოლო ვიღაცეები სულაც დროის კომპიუტერული თამაშებით გაყვანას ცდილობენ.
ამას წინათ გამცნეთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის მთავრობას რეგულაციების შემსუბუქება მოთხოვა და ჩოგბურთელების რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა. სერბის სიტყვებს უმალ გამოეხმაურა ვიქტორიის შტატის პრემიერ მინისტრი, რომელმაც აღნიშნა, რომ შეღავათები არავის ექნება და კარანტინი ყველამ უნდა გაიაროს.
ნოვაკ ჯოკოვიჩის ეს მოთხოვნა უყურადღებოდ არ დაუტოვებია ნიკ კირიოსსაც. ექსტრავაგანტული ავსტრალიელი ჩოგბურთელი თავისი გამოხდომებით მუნდამ გამოირჩევა და გამონაკლისი არც ამჯერად დაუშვია. მან მსოფლიოს პირველი ჩოგანი მწარედ გააკრიტიკა.
„ნოვაკ ჯოკოვიჩი იდიოტია. განა არ იცის რომ კარანტინის დაწესება არავის სიამოვნებდა, თუმცა სხვა გამოსავალი არ იყო. მაშინ ტურნირი უნდა გაუქმებულიყო“ – დაწერა ნიკ კირიოსმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ნოვაკ ჯოკოვიჩს კირიოსის ამ კომენტარზე.





