საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ანრი დეგლანის სახელობის 47-ე საეთაშორისო გრან-პრი მიმდინარეობს. ტურნირში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ჩაერთო.
გამარჯვება მოახერხა ბექა ლომთაძემ, რომელმაც 61 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ბელგიელი აიუბ მუსაევი დიდი სხვაობით, 8:1 დაამარცხა.
რაც შეეხება ნაკრების მთავარ ვარსკვლავს გენო პეტრიაშვილს (125 კგ), მან ფინალამდე მოკრძალებული ანგარიშით 3:1 პოლონელ კოსციოლეკს მოუგო.
ფინალში გენო კიდევ ერთ პოლონელს, რობერტ ბარანს შეხვდა და მთელი ორთაბრძოლის მანძილზე დომინირებდა. საბოლოოდ 7:2 ქართველი გოლიათის სასარგებლოდ.








