რეკლამა
Primesport.ge
კვირა, აპრილი 19, 2026
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
No Result
View All Result
Primesport.ge
No Result
View All Result

პრემიერ ლიგის ტოპ-5 ფეხბურთელი, რომლებსაც კლუბის გამოცვლა აუცილებლად სჭირდებათ

17:09 2021/01/16
0 0
354
SHARES
2k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

მსოფლიო ფეხბურთში საკმაოდ ხშირადაა, როდესაც კონკრეტული ფეხბურთელი კლუბისთვის მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის მწვრთნელის ნდობას კარგავს და ნელ-ნელა სათადარიგო სკამისკენ ინაცვლებს, ან უფრო მეტიც, საერთოდ განაცხადს მიღმა რჩება. ფეხბურთელები ძირითადად მწვრთნელებთან კონფლიქტს ეწირებიან, თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ტოპ-კლუბების დამრიგებლებს ამ მოთამაშეების ძირითად შემადგენლობაში დაყენება უბრალოდ აღარ უღირთ.

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მრავლად შეგვიძლია გავიხსენოთ ასეთი ფაქტები, მაგრამ დღეს წარმოგიდგენთ თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელს, რომლის კარიერაც ახლა ისე ვეღარ ეწყობა, როგორც ეს თუნდაც 2 წლის წინ იყო. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ისეთ ფეხბურთელებზე, რომლებსაც აუცილებლად სჭირდებათ სხვა კლუბში გადასვლა.

5. მესუთ იოზილი

ასაკი: 32 წლის.

კლუბი: „არსენალი“.

ნათამაშები წუთები მიმდინარე სეზონში: 0.

5 топ-игроков с минимумом практики в АПЛ, которым нужен трансфер в январе

სულ რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა, რომ „არსენალმა“ და იოზილმა ერთმანეთთან კონტრაქტი გაწყვიტეს. 2020/21 წლების სეზონში წარმოშობით თურქი ფეხბურთელის საქმე არსენალში ძალიან ცუდად მიდიოდა. ის „მეთოფეების“ შემადგენლობაში ფაქტობრივად ვერ ხვდებოდა და ეს სათამაშო წუთებზეც მეტყველებს. 2013 წელს, როდესაც „არსენალმა“ იოზილი „რეალიდან“ იყიდა, თურქი ფეხბურთელი კლუბის საკვანძო ფიგურად იქცა, თუმცა წელს ყველაფერი რადიკალურადაა შეცვლილი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი იოზილის სხვა კლუბში გადასვლა. მისი სათამაშო სტილი გულშემატკივრების თვალს ნამდვილად აკლია და თუ ჭორებს დავუჯერებთ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 32 წლის ფეხბურთელი „ფენერბაჰჩეს“ მაისურით უნდა მოგვევლინოს.

4. დივოკ ორიგი

​ასაკი: 25 წლის.

კლუბი: „ლივერპული“.

ნათამაშები წუთები მიმდინარე სეზონში: 7.

ბელგიელი თავდამსხმელი უდაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, „ლივერპულში“ ყოფნის პერიოდში მას ნამდვილად არ გაუმართლა. 25 წლის ფეხბურთელს ისეთ ტრიოსთან უწევს კონკურენციაში შესვლა, როგორიცაა სადიო მანე, რობერტო ფირმინო და მოჰამედ სალაჰი. თუმცა, ორიგიმ „ლივერპულში“ თავისი კვალი მაინც დატოვა. გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონი, როცა იურგენ კლოპს „ბარსელონასთან“ საპასუხო მატჩამდე და შემდეგ უკვე „ტოტენჰემთან“ ფინალამდე რობერტო ფირმინო და მოჰამედ სალაჰი დაემტვრა. ამ უკანასკნელმა გამოჯანმრთელება მოასწრო, ფირმინომ კი ფინალიც გამოტოვა. მის მაგივრად, გერმანელ მწვრთნელს ძირითად შემადგენლობაში დივოკ ორიგის დაყენება მოუწია და ბელგიელმაც ნდობა საკმაოდ კარგად გამოიყენა. ორიგიმ ჯერ „ბარსელონას“ გაუტანა გადამწყვეტი გოლი, შემდეგ კი ფინალში „ტოტენჰემსაც“ შეუგდო. ერთი შეხედვით, 25 წლის ფეხბურთელი „სქაუზერების“ მეორე ფორვარდად მოიაზრებოდა, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლოპმა დიოგო ჟოტა შეიძინა და ორიგის საქმეც უკან წავიდა.

მიმდინარე სეზონში ბელგიელი ფეხბურთელი განაცხადში 13-ჯერ მოხვდა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 3-ჯერ გამოვიდა. საერთო ჯამში მან 7 წუთი ითამაშა, რაც ნამდვილად კატასტროფული შედეგია. არადა თავისი ღვაწლით, ორიგი ნამდვილად უფრო მეტს იმსახურებს. ამის ფონზე, ბრიტანულ პრესაში აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ იანვრის, ან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორიგი კლუბს დატოვებს. მას „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ფორვარდის გაყიდვით კლუბიც დაინტერესებულია. 25 წლის ფეხბურთელს „ვულვერჰემპტონს“ და მილანის „ინტერს“ უკავშირებენ, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ორიგი, ამას უახლოეს 2 კვირაში გავიგებთ.

3. დელე ალი

ასაკი: 24 წლის

კლუბი: „ტოტენჰემი“.

ნათამაშები წუთები მიმდინარე სეზონში: 75.

დელე ალის ბევრმა გამოცდილმა ფეხბურთელმა საკმაოდ დიდი კარიერა უწინასწარმეტყველა, მათ შორის იყვნენ სტივენ ჯერარდი და ფრენკ ლამპარდიც. თავად ფეხბურთელიც „ტოტენჰემის“ შეუცვლელი ფიგურა იყო, თუმცა კლუბში ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ, მისი მდგომარეობა უკან-უკან წავიდა. პორტუგალიელი მწვრთნელი ღიად აცხადებს, რომ გუნდში მის ადგილს ვერ ხედავს და მიზერულ სათამაშო დროს აძლევს.

ბოლოს, დელე ალი „ტოტენჰემის“ სასტარტო შემადგენლობაში 13 სექტემბერს მოგვევლინა, ამის შემდეგ კი მხოლოდ 3 შეხვედრაში ითამაშა და იქაც შეცვლაზე შევიდა. მიმდინარე სეზონში „ტოტენჰემმა“ პრემიერ ლიგაში 17 შეხვედრა ჩაატარა, ალიმ კი მხოლოდ 75 წუთი ითამაშა. მიმდინარე თვეში აქტიურად იწერება ალის კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ. „ტოტენჰემის“ დატოვების სურვილს თავად ფეხბურთელიც გამოთქვამს. ბრიტანულ და ფრანგულ პრესაში ღიად საუბრობენ, რომ დელე ალის მის ყოფილ დამრიგებელთან, მაურისიო პოჩეტინოსთან სურს მუშაობა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ პსჟ-ს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

2. ანტონიო რუდიგერი.

ასაკი: 27 წლის.

კლუბი: „ჩელსი“.

ნათამაშები წუთები მიმდინარე სეზონში: 180.

გერმანელი მცველი ლონდონის „ჩელსიში“ 2017 წელს გადავიდა. „არისტოკრატებმა“ მის სანაცვლოდ „რომას“ 35 მილიონი ევრო გადაუხადეს. კლუბში ანტონიო კონტესა და მაურიციო სარის ყოფნის პერიოდში, რუდიგერი დაცვის შეუცვლელი ფიგურა იყო, თუმცა ფრენკ ლამპარდის მოსვლის შემდეგ, მოულოდნელად რუდიგერი სასტარტო შემადგენლობიდან ამოვარდა.

გასულ სეზონში რუდიგერმა სასტარტო შემადგენლობაში 19 მატჩი ითამაშა, მიმდინარე სეზონში კი ძირითადში მხოლოდ 2-ჯერ მოგვევლინა. 11 შემთხვევაში, 27 წლის ფეხბურთელი განაცხადში მოხვდა, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა. ერთი შეხედვით, ლამპარდისა და რუდიგერის ურთიერთობა საკმაოდ მშვიდი ჩანს, თუმცა ფაქტია, რომ გერმანელი ფეხბურთელი „სუპერ ფრენკის“ ნდობას ვერ იღებს. არადა რუდიგერი ახლა ისეთ ასაკშია, როდესაც ფეხბურთელს ყველაზე მეტად სჭირდება თამაში, მას კი „ჩელსიში“ ამის შესაძლებლობა არ ეძლევა. ამის გამო, მნიშვნელოვანია, რომ რუდიგერმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სხვა ვარიანტებზე იფიქროს. ჭორებს თუ დავუჯერებთ, ფეხბურთელის გადაბირება ისეთ კლუბებს სურთ, როგორებიც არიან – პსჟ, „ბარსელონა“, „რომა“ და „ლივერპული“.

1. ჯესი ლინგარდი.

ასაკი: 28 წლის.

კლუბი: „მანჩესტერ იუნაიტედი“.

ნათამაშები წუთები მიმდინარე სეზონში: 0.

სულ რაღაც 2-3 წლის წინ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ აკადემიის აღზრდილი, ჯესი ლინგარდი კლუბის მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. კრიზისში მყოფი მანჩესტერი წარმატებით ვერც შიდა ჩემპიონატში და ვერც ევროსარბიელზე დაიკვეხნიდა, რამდენიმე გამონათება კი მაინც ჰქონდა. გამონათება ჰქონდა ჯესი ლინგარდსაც, რომელიც ექსპერტებსაც არ გამოჰპარვიათ, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში ინგლისელი ფეხბურთელის კარიერა უფრო კომიკური გახდა. კლუბში სულშერის მოსვლის შემდეგ, ჯესი როტაციის ფეხბურთელად გადაიქცა, მიმდინარე სეზონში კი პრემიერ ლიგაში მას საერთოდ არ უთამაშია.

2020/21 წლების სეზონში ლინგარდი ოთხჯერ მოხვდა განაცხადში, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა. 28 წლის ფეხბურთელს „მანჩესტერთან“ არსებული კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურებოდა, თუმცა 2020 წლის ბოლოს კლუბმა კონტრაქტი 1 წლის გაუხანგრძლივა, რადგან მას გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დაეტოვებინა. დღეისთვის, მისი სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევრომდე მერყეობს და ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მას არაერთი მსურველიც ჰყავს. ყველაზე რეალურ ვარიანტად ფრანგული „ნიცა“ ფასდება, რომელსაც ლინგარდის 6-თვიანი იჯარით დამატება უნდა, თუმცა „წითელ ეშმაკებს“ ფეხბურთელის სრულად გაყიდვა სურთ.

თეგები ანტონიო რუდიგერიდელე ალიდივოკ ორიგიმესუთ იოზილიპრემიერ ლიგაჯესი ლინგარდი
ირაკლი გოგვაძე

ირაკლი გოგვაძე

დაკავშირებული სიახლეები

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ჟოელ მატიპი გახდა

11 მარტი, 2022 22:21
ფეხბურთი

უმკაცრესი სანქციები აბრამოვიჩს – რუს მილიარდერს ჩელსის უფასოდ დათმობა მოუწევს

10 მარტი, 2022 14:31
ფეხბურთი

ანდრეას კრისტენსენი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს

8 მარტი, 2022 18:57
ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ სიტისთან შეხვედრას გამოტოვებს

6 მარტი, 2022 17:12

პოპულარული

  • მინდოდა ყველას დაენახა, რომ ქართველები ბრძოლაში უკან არ იხევენ! – ინტერვიუ მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ ბექაურთან

    1379 გაზიარებები
    გაზიარება 552 Tweet 345
  • რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე ასპარეზობით

    645 გაზიარებები
    გაზიარება 258 Tweet 161
  • ნგანუმ მიოჩიჩი გათიშა – კამერუნელი ნანატრი ქამრის მფლობელია! (VIDEO)

    168 გაზიარებები
    გაზიარება 67 Tweet 42
  • მის მომავალზე დღევანდელი მატჩის შედეგი არ იმოქმედებს – ჟოან ლაპორტა რონალდ კუმანს ენდობა

    150 გაზიარებები
    გაზიარება 60 Tweet 38
  • ჩემს ძმას რომ ჰგავს ლაშა, დედა მასზე გიჟდება, ხმაც კი მისნაირი აქვს… – ლაშა ბექაურის დედის ინტერვიუ

    599 გაზიარებები
    გაზიარება 240 Tweet 150

რეკომენდირებული

No Content Available

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - ყველა უფლება დაცულია

12+

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - All rights reserved

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In