დღეს ქართული ფეხბურთის და “დინამო თბილისის” ერთ–ერთი გამორჩეული და ლეგენდარული ფეხბურთელის – შოთა იამანიძის დაბადების დღეა.
“დინამო თბილისის” ოქროს თაობის კაპიტანი 85 წლის წინ დაიბადა. უზადო ტექნიკის, უნაკლო დარტყმის და კომბინაციური თამაშის შეუდარებელი თვისებების მატარებელი ფეხბურთელი დედაქალაქური გუნდის შემადგენლობაში 1954–1967 წლებში ასპარეზობდა. მან 393 ჩატარებულ შეხვედრაში 91 გოლი გაიტანა. 1964 წელს ტაშკენტში, ოქროს მატჩის დროს იყო “დინამოს” კაპიტანი. იამანიძე არის სსრკ-ს 1964 წლის ჩემპიონი, სამგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი 1959, 1962 და 1967 წლებში, 1960 წლის ბროლის თასის გათამაშების ფინალისტი. სამჯერ იყო შეყვანილ 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში, აქედან ერთხელ პირველ ნომრად. მან ორი შეხვედრა ჩაატარა სსრკ-ს ოლიმპიურ ნაკრებში. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი არის სპორტის დამსახურებული ოსტატიც.
აქვე გეტყვით, რომ შოთა იამანიძე 34 წლის ასაკში, 15 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.








