„მანჩესტერს იუნაიტედის“ ახალწვეული, ედისონ კავანი 2021 წელს უიღბლოდ იწყებს. ურუგაველ ფორვარდს, წითელი ეშმეკაბის უახლოეს 3 მატჩი შინ ტელევიზორთან ან უკეთეს შემთხვევაში ოლდ ტრაფორდის ტრიბუნაზე მოუწევს ჯდომა. ის საკუთარ გუნდს მოედანზე ვერ დაეხმარება.
საქმე იმაშია, რომ კავანი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. მიზეზი კი რასისტული გამოხდომაა. ყოველშემთხვევაში ასე თვლიან ნისლიანი ალბიონის ფეხბურთის მამები.
ამას წინათ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაძაბულ თრილერში „საუთჰემპტონს“ 3:2 მოუგო, კავანის კი სიხარულის გამოხატვისას ზედმეტი მოივიდა. „Gracias negrito“ – ასე გამოეხმაურა ის სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტას, რომელმაც მას გამარჯვება მიულოცა.
ედისონ კავანის ეს სიტყვები ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ რასიზმად მიიჩნია და ურუგვაელს დისკვალიფიკაციასთან ერთად ჯარიმის სახით 100 ათასი ფუნტ სტერლინგის გადახდაც დააკისრა.





