ბულგარეთში მიმდინარე 23-წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალ სტილით სახეობაში გიორგი ელბაქიძე (70 კგ) ჩემპიონი გახდა.
ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავემ ფინალურ შეხვედრაში სომეხ ნარეკ ჰარუთინიანს 6:5 მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა.
ფინალური შეხვედრები გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ) და ევსემ შველიძემაც (79 კგ) გამართეს, თუმცა ქართველი სპორტსმენები ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
აღსანიშნავია, რომ დღეს ფინალში კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე, სოლომონ მანაშვილი იასპარეზობს. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.





