საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრად UFC-ის ქართველი მებრძოლები, ილია თოფურია და გურამ ქუთათელაშე იყვნენ.
ილია თოფურიამ, რომელიც ესპანეთში ვარჯიშობს და ორგანიზაციის ერთ-ერთ ამომავა ვარსკვლავად ითვლება, განვლილი წელი შეაფასა.
„ვფიქრობ UFC-ში ქართველებს ძალიან წარმატებული წელი გვქონდა. მიხარია, რომ ასეთი პატარა ქვეყნიდან ამდენი მებრძოლი გამოვედით და ყველამ ვაჩვენეთ, რომ ძლერები ვართ.
პირველი ბრძოლა გამიჭირდა, მოსამზადებელი ეტაპი საკმაოდ რთული იყო. UFC-დან მოწვევა, მხოლოდ 8 დღით ადრე მივიღე, თანაც კორონავირუსი მქონდა გადატანილი, მაგრამ ბოლომდე დავიხარჯე და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვე.
მეორე ჩხუბი ბევრად განსხვავებული იყო, აქ უკვე კვირით ადრე ვიცოდი მეტოქის შესახებ, მოსამზადებლად მეტი დრო მქონდა. ჯერ კიდევ არ მგონია, რომ ხალხს ჩემი პოტენციალი ბოლომდე ვაჩვენე, 2021-ში დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ხალხს გავახარებთ.
ყველა ქართველს, ვინც გვიგულშემატკივრა და ვინც არა, ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს“, – დაასრულა ილიამ.





