დონეცკის “შახტარის” ყოფილმა ფეხბურთელმა, დარიო სრნამ, უკრაინაში საომარ მოქმედებებზე კომენტარი გააკეთა და რუსული აგრესია მკაცრად დაგმო.
“რუსეთი, არც კი იმსახურებს, რომ ამ ქვეყანზე ვისაუბროთ. ჩემი ნება რომ იყოს, მსოფლიოს სიტყვა “რუსეთის” გამოყენებას ავუკრძალავდი”, – განაცხადა ხორვატმა ფეხბურთელმა.
აქვე გეტყვით, რომ დარიო სრნა დონეცკის “შახტარში” 2003-2018 წლებში თამაშობდა. მან უკრაინული გუნდის რიგებში 526 შეხვედრა ჩაატარა, 46 გოლი გაიტანა და 121 საგოლე გადაცემა გააკეთა.





