“ვალენსიას” 21 წლის ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გამოჯანმრთელდა და დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ გიორგის ტონზილიტი იგივე, ანგინა ჰქონდა, რის გამოც “გრანადასთან” – 3:1 მოგებულ შეხვედრაში “ღამურების” კარის დაცვა ვერ მოახერხა.
საგულისხმოა, რომ ხაუმე დომენეკმა მამარდაშვილის არ ყოფნაში არადამაჯერებლად ითამაშა და ავტოგოლიც გაიტანა. ამიტომ, დიდი ალბათობით ხოსე ბორდალასი 12 მარტს “ხეტაფესთან” გასამართ შეხვედრაში, ქართველ კიპერს დააყენებს ძირითად შემადგენლობაში.
აქვე გეტყვით, რომ გიორგი მამარდაშვილი უკვე ზედიზედ მეექვსედ მოგვევლინა “ვალენსიას” სასტარტოში. მან წინა მატჩში ბილბაოს “ატლეტიკთან” კარი მშრალად შეინახა და ესპანეთის თასის ფინალში გასვლა მოახერხა.





