საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ “ვითიბი ბანკთან” კონტრაქტი გაწყვიტა. ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა პირველი არხის გადაცემა, “ტაიმაუტში” ექსკლუზიურად დაადასტურა.
აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადება გაავრცელა.
“ვითიბი ბანკის ლოგოტიპი ამოღებულია ფედერაციის ყველა საკომუნიკაციო არხიდან, როგორც ბეჭდური ისე ციფრული მედიიდან და ეროვნული ნაკრები გუნდების ეკიპირებიდან.
ფედერაციის ახალი გენერალური სპონსორის შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი”, – წერს კობიაშვილი.








