დღეიდან, დუბაიში სტარტს აიღებს ATP-ის 250-ქულიანი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს.
თავდაპირველ კენჭისყრაზე, ნიკას მეტოქედ მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერი, კანადელი ფელიქს ორიე-ალიასიმი ერგო, თუმცა აღნიშნული შეხვედრა გაუქმდა. მიზეზი კანადელი ჩოგბურთელის გადაწყვეტილებაა, რომელიც მიხედვითაც ფელიქსმა ტურნირიდან საკუთარი თავი ჩაიხსნა.
შედეგად, ბასილაშილს ახალი მეტოქე შეურჩიეს. ტურნირის საწყის მატჩში ნიკა გამარჯვების მოპოვებას ავსტრალიელ ალექსეი პოპირინთან ეცდება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 66-ე ადგილს იკავებს. ავსტრალიელ ჩოგბურთელს ნიკა ერთხელ შეხვდა. 2018 წელს, ტუნისში გამართულ ტურნირში ქართველმა ჩოგბურთელმა პოპირინი ორ სეტში – 7:5, 6:4 დაამარცხა. დუბაიში გასამართი მატჩი კი ხვალ, საქართველოს დროით 11:00 საათიდან გაიმართება.
ცნობისთვის, განახლებულ რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 3 საფეხურით დაწინაურდა და 22-ე ადგილიდან მე-19 პოზიციაზე აღზევდა. ქართველი ჩოგბურთელი ბოლოს დოჰას პირველობაზე წარსდგა და ფინალში გასვლა შეძლო, თუმცა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან დამარცხდა.