საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ნიკა ფინალურ ორთაბრძოლაში მსოფლიო რეიტინგის მე-16 ნომერს, ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში ორ სეტში – 3:6, 4:6 დამარცხდა.
მარცხის მიუხედავად, ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალურ ეტაპზე ასპარეზობისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა – $80,410 გამოიმუშავა.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს განახლებულ რეიტინგში 100 ქულა დააკლდება, რადგან ფინალში გასვლით 250 დასაცავი ქულიდან მხოლოდ 150-ის დაცვა მოახერხა.





