ბელგიური გამოცემა voetbalnieuw იუწყება, რომ “ჰამბურგს” გიორგი ჩაკვეტაძის გამოსყიდვა 2 მილიონი ევრო დაუჯდება.
გერმანელებს ჩაკვეტაძის კონტრაქტში გამოსყიდვის ოფცია არ უდევთ, მაგრამ “გენტი” მზად არის გიორგი 2 მილიონის სანაცვლოდ გაყიდოს.
საგულისხმოა, რომ “დინამო თბილისი” ჩაკვეტაძის შემდგომი ტრანსფერიდან გადახდილი თანხის 30%-ზე მეტს მიიღებს.
მოგეხსენებათ, გიორგის ბელგიაში საქმე კარგად არ მიდიოდა. გერმანიაში კი სიტუაცია სხვაგვარადაა, ჩაკვეს “ჰამბურგის” მთავარი მწვრთნელიც სრულ ნდობას უცხადებს და მასთან დაკავშირებით დიდი იმედები აქვს, ამიტომ ქართველი შემტევის გერმანიაში დარჩენა მისთვის უკეთესი იქნება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს “გენტთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.





