მსოფლიოს ძიუდოს ფედერაციამ ჯაბა პაპინაშვილის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ქართველი სპორტსმენი არანორმალურ ილეთს აკეთებს.
ძიუდოს ქომაგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ აღნიშნული ფოტო დაესათაურებინათ.
ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი ძალიან სახალისო სათაური მოიფიქრა:
“დედაჩემი, როდესაც მე მის მიერ გასუფთავებულ იატაკზე ფეხი დავდგი” – წერს ერთ-ერთი ქომაგი.

შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა. ჯაბა პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.





