“ნიუკალს ჯეტსის” 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში “მელბურნ სიტის” 59-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან გაუტანა.
მიქელთაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, თუმცა მისმა გუნდმა შეხვედრა – 2:4 დათმო.
ქართველ ფორვარდს ავსტრალიის ჩემპიონატში ზედიზედ 4 თამაშია, რაც გააქვს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 6 გოლი და 1 საგოლე პასია.
აღსანიშნავია, რომ ბექა მიქელთაძე, ბომბარდირობისთვისაც იბრძვის.
“ნიუკასლ ჯეტსი” ავსტრალიის ჩემპიონატში 8 ქულით მე-10 პოზიციაზეა.
მიქელთაძის გუნდი, მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს, “მელბურნ ვიქტორისთან” წინააღმდეგ გამართავს.





