ყაზანის “რუბინი” ახალი სეზონისთვის მზადებას თურქეთში გადის, სადაც კლუბის ქართველი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიაც იმყოფება.
მან გუნდთან ერთად ვარჯიში 3 დღის წინ დაიწყო და ჯერჯერობით ამხანაგურ მატჩში არ გამოჩენილა.
“რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ Geo Team-თან ინტერვიუში ხვიჩაზე ისაუბრა.
“ხვიჩა არის მოთამაშე, რომელსაც უყვარს ფეხბურთი და ამის გარეშე ის მუდამ მოწყენილია. ჯერ კიდევ ბავშვური სიყვარული აქვს ფეხბურთისადმი. მისთვის მარტივი არ ყოფილა, როდესაც გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდა.
ახლა გუნდთან დაბრუნდა და ფსიქოლოგიურად კარგადაა. წინა შემოდგომაზე მართლაც ფანტასტიკური იყო. ეს არ ყოფილა მარტივი პერიოდი, რადგან ის ელოდებოდა გუნდის შეცვლას და ეს არ მოხდა”, – ამბობს სლუცკი.





