17-19 თებერვალს ისრაელის ქალაქ თელ-ავივში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. აღნიშნულ ტურნირზე მონაწიელობას 15 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს.
მოახლოებულ ტურნირზე ჩვენი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მამაკაცები:
60 კგ: ირაკლი კუპატაძე
66 კგ: გიორგი თუთაშვილი; ლაშა ნადირაძე
73 კგ: ფრიდონ გიგანი; გიორგი ჩიხელიძე
81 კგ: ლევან გუგავა
90 კგ: უშანგი მარგიანი; გიორგი პაპუნაშვილი
100 კგ: ილია სულამანიძე; ონისე სანებლიძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი; ონისე ბუღაძე
ქალები:
52 კგ: მარიამ ჯანაშვილი
57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის შემდეგ მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი პირველად იასპარეზებს.
ცნობისთვის, ახლანდელი მონაცემებით თელ-ავივის გრანდ სლემზე მონაწილეობას 31 ქვეყნის 294 სპორტსმენი მიიღებს.






