პორტუგალიის ქალაქ ალმადაში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრიზე, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იმედა გოგოლაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
იმედამ პირველ წრეში კონგოელ სპორტსმენს სძლია, 1/8 ფინალში გამოცდილ ბრაზილიელ რაფაელ მასედოს მოუგო, 1/4 ფინალში რუმინელ მეტოქესთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი მოლდოველ მეტოქეს სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
გოგოლაძეს მსგავსად, გიორგი ბერიაშვილიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, ახალგაზრდა სპორტსმენის მეტოქე ხორვატი მარკო კუმრიჩი იქნება.
დღეს საქართველოს სახელით ასევე ომარ საურმა იასპარეზა, თუმცა ახალგაზრდა ძიუდოისტი ასპარეზობას მალევე გამოეთიშა.
იმედა გოგოლაძის მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ტაჯიკი უსტოპირიონი იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.





