ხვალ, პორტუგალიის ქალაქ ალმადაში ძიუდოს მსოფლიოს ტურის ახალი სეზონი გაიხსნება. აღნიშნულ ტურნირზე 8 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს:
-66 თენგიზ ზირაქაშვილი, საბა კაპანაძე
-73 გიორგი ტერაშვილი
-81 გიორგი შერაზადიშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე
-90 იმედა გოგოლაძე
-100 გიორგი ბერიაშვილი, ომარ საური.
IJF-მა კენჭისყრის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა.
თენგო ზირაქაშვილი პირველ წრეში უნგრელ ძიუდოისტს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში ახალგაზრდა სპორტსმენი დიდი ალბათობით გამოცდილი ბაულ ანს დაუპირისპირდება.
საბა კაპანაძე პირველ შეხვედრაში ანგოლელ პედროს შეხვდება, წარმატების შემთხვევაში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე 1/4 ფინალში დიდი ალბათობით დენის ვიერუ იქნება.
გიორგი ტერაშვილი პირველ წრეში ამერიკელ სპორტსმენს დაუპირისპირდება, წარმატების შემთხვევაში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე დიდი ალბათობით ბელგიელი კასე იქნება.
გიორგი შერაზადიშვილის მეტოქე 1/16 ფინალში ებრაელი სპორტსმენი იქნება, წარმატების შემთხვევაში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე 1/4 ფინალში დიდი ალბათობით უნგრელი ბენედეკ ტოტი იქნება.
იმედა გოგოლაძეს პირველი მეტოქე კონგოელი გამბი იქნება, წარმატების შემთხვევაში ქართველი სპორტსმენის მეტოქე ბრაზილიელი რაფაელ მასედო იქნება.
გიორგი ბერიაშვილს პირველ შეხვედრაში კორეელი სპორტსმენი დაუპირისპირდება, წარმატების შემთხვევაში ქართველი სპორტსმენის მეტოქე დიდი ალბათობით ხორხე ფონსეკა იქნება.
ომარ საური პირველ წრეში პორტუგალიელ სპორტსმენს შეხვდება, წარმატების შემთხვევაში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ბაზილიელი ბუზაკარინი იქნება.
ცნობისთვის, ხვალ ტურნირზე თენგო ზირაქაშვილი და საბა კაპანაძე იასპარეზებენ. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.





