საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” 34 წლის ვარკსვლავმა ქარიმ ბენზემამ Téléfoot-თან ინტერვიუში ლეო მესის შესახებ ისაუბრა:
“ როგორ არ მიაღწევს წარმატებას? ეს მხოლოდ ადაპტაციის პერიოდია, შედეგად მას ბევრი გოლი არ გააქვს. მაგრამ ნახეთ, რას აკეთებს ის მოედანზე. ვინც მას აკრიტიკებს, მათ ფეხბურთი არ ესმით და სინამდვილეში ამ სპორტის შესახებ არაფერი იციან.” – განაცხადა ქარიმ ბენზემამ.
ცნობისთვის, ქარიმ ბენზემა და ლეო მესი 12 სეზონის განმავლობაში ლა ლიგაში ერთად თამაშობდნენ და ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესის მიმდინარე სეზონში არც ისე კარგი სტატისტიკა აქვს. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით საფრანგეთის ჩემპიონატში 11 ჩატარებულ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.