ჰაცუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ მე-4 მაეგაშირა, ოკინოუმი ეფექტური გდებით უვატენაგეს ილეთით დოჰიოდან გადაიყვანა.
ეს შეხვედრა ტოჩინოშინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ქართველი სუმოისტი ჯურიოს დივიზიონში დაქვეითებასთან ძალიან ახლოს იყო.
ტოჩინოშინს ჰაცუ ბაშოზე თანაბარი ბალანსი – შვიდი მოგება და ამდენივე მარცხი აქვს.





