საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო2022-ის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა 20 იანვარს, გრონინგენის ვილდერფანკის სპორტულ დარბაზში ივარჯიშა. აღნიშნულ დარბაზი სწორედ იმ გუნდებს ეთმობათ, რომლებსაც ოფიციალური მატჩები გრონინგენში აქვთ დაგეგმილი.
საწვრთნელი პროცესი საათნახევარი გაგრძელდა და მასში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ამ ეტაპისთვის ეროვნული ნაკრები სადებიუტო მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება და ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი).
წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი, საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).
21 იანვარს, საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ არენაზე ივარჯიშებს. გრონინგენის მარტინი პლაზა ჩვენი გუნდის საწვრთნელ პროცესს 17 საათიდან დაეთმობა.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას ხვალ, აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.








