კატალონიის “ბარსელონამ” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ნიკო გონსალესი პირველ გუნდში დააწინაურა. ინფორმაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
19 წლის ფეხბურთელი აქამდე ლა ლიგაში ბარსა B-ს ლიცენზიით თამაშობდა.
ნიკო გონსალესი კატალონიური გუნდში დღეიდან 14-ნომრიან მაისურს მოირგებს. ეს ნომერი აქამდე ფილიპე კოუტინიოს ეკუთვნოდა, რომელიც ცოტა ხნის წინ “ასტონ ვილაში” იჯარის წესით გადაბარგდა.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ესპანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Nico González, previously registered as a Barça B player, has now been registered with LaLiga as an FC Barcelona first-team squad player pic.twitter.com/H6zgph8jXR
— FC Barcelona (@FCBarcelona) January 20, 2022





